პირად ფინანსებს არანაირი კავშირი არ აქვთ ფულთან

თუ ზედაპირულად შევხედავთ, პირადი ფინანსები ყოველთვის კავშირშია ფულთან: როგორ გავხდეთ მდიდარი, სად შეიძლება ინვესტირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შედის პირად ფინანსებში, მაგრამ კრისტინ ვონგი (Kristin Wong) დარწმუნებულია, რომ უფრო ფართო, უფრო მნიშვნელოვან სიტუაციაში, პირად ფინანსებს ფულთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ისწავლეთ საკუთარი ფულის მართვა, რათა მან არ გმართოთ თქვენ

მამაჩემი ხშირად ამბობდა, "ფული არ არის პრობლემა, პრობლემა არის მათი არარსებობა." და ეს სიმართლეა. რა თქმა უნდა, ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას, მაგრამ ფულის დეფიციტის გადატანა არ არის ადვილი, მას დიდი ტანჯვა და დეპრესია მოაქვს.

ჩემს მშობლელბს ჰქონდათ მძიმე პერიოდი, ძალიან უჭირდათ და ეს გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მათ უნდოდათ გადასვლა უკეთეს რაიონში სადაც კარგი სკოლა იქნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანის, სიტუაცია კიდევ უფრო უარესია. კვლევაში "სიღარიბე: რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ცოტა გაქვს ფული", სენდჰილ მულაინატანი (Sendhil Mullainathan) და ელდარ შაფირი (Eldar Shafir) ყვებიან იმის შესახებ, რომ უსახსრობა გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების  უნარზე, კეთილდღეობასა და თავაზიანობაზე.

სიღარიბე არ არის უბრალოდ ფიზიკური შეზღუდვა. ეს ასევე აზროვნების წესია. როდესაც სიღარიბე იქცევს ჩვენს ყურადღებას, ჩვენ ვიწყებთ განსხვავებულად ფიქრს. მუდმივად ვფიქრობთ ფულზე, სხვანაირად ვაფასებთ საკუთარ არჩევანს, სხვანაირად განვსაზღვრავთ მოვლენებს, ახლებურად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მოქცევის წესიც იცვლება.

მოგვწონს ეს თუ არა, ფულს აქვს ძალა. ბევრი ჩვენთაგანი მძიმედ არიან მასზე დამოკიდებულნი, აქ მოდის დასახმარებლად პირადი ფინანსების მართვის წესი. პირადი ფინანსი დაკავშირებულია ფულის მართვის ცოდნასთან, რათა  გამოიყენოთ ყველა მათი უპირატესობა თქვენს სასარგებლოდ. საუბარია იმაზე, რომ აიყვანოთ ფული კონტროლის ქვეშ. როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, პირადი ფინანსების მართვისას, ფულზე ფიქრი საერთოდ უნდა შევწყვიტოთ.

ფული არა თვითმიზანს, არამედ შესაძლებლობას ნიშნავს

ადვილია ფულის მართვისა და მისი დევნის ერთმანეთში არევა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, როცა ფული საკმარისზე მეტია, მაგრამ თუ ფული არის თქვენი საბოლოო მიზანი, მაშინ თქვენ პირად ფინანსებს არასწორად მართავთ. დიდი ხნის განმავლობაში მეც არასწორად ვაკეთებდი ამას.

სწავლის დამთავრების შემდეგ მინდოდა მოგზაურობის დაწყება. ჩემი მიზანი იყო, დამეფარა კრედიტი რათა მემოგზაურა ევროპაში. ეს იყო გარკვეული, კონკრეტული მიზანი, რომელიც იყო ძალიან კარგი მოტივაცია, იმისათვის, რომ დამეფარა სტუდენტური სესხი. მოგზაურობის შემდეგ დავიწყე ცოტათი მეტის გამომუშავება, მაგრამ უკვე აღარ მქონდა სხვა ფინანსური მიზანი. ჩემი მიზანი იყო ის, რომ დამეგროვებინა ფული, ეს ბუნდოვანი და მოსაწყენი იყო, რადგანაც დაკავშირებული იყო უბრალოდ ქაღალდების დაგროვებასთან.

ფულის დაგროვებას არანაირი აზრი არ აქვს, თუ თქვენ არ იცით, რატომ აგროვებთ მათ. ჩემს შემთხვევაში, ამ გრძნობამ გაიღვიძა მაშინ, როდესაც მე შევწყვიტე ეკონომია და დავიწყე ფულის უაზრო ფლანგვა. ამაში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ თუ მე სერიოზულად მოვეპყრობოდი ჩემი ფულის ფლანგვას, მაშინ რაიმე მართლაც მნიშვნელოვანში დავხარჯავდი მას.

მე დამჭირდა დრო, რათა გამეგო, რომ ფული არის საშუალება და არა მიზანი. პირადი ფინანსების მართვისას თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ შეაგროვოთ რაც შეიძლება დიდი ფული. პირადი ფინანსების მართვა საჭიროა იმისათვის, რომ გამოიკვლიოთ ეს ინსტრუმენტი და იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ გინდათ.

მოკლედ, ფული არ უნდა იყოს მთავარი მიზანი. თქვენ არ უნდა დაკარგოთ დრო ისეთ სამსახურში, რომელსაც ვერ იტანთ, იმისათვის, რომ დააგროვოთ ფული იმ მშვენიერი დღისათვის, როდესაც გახვალთ პენსიაზე და სამუდამოდ დაისვენებთ. თქვენ უნდა გამოიყენოთ ფული ისე, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს, უფრო მეტი ის რაც გიყვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეაგროვოთ იმდენი ფული, რამდენიც გეყოფათ აუტანელი სამსახურიდან წამოსასვლელად და თქვენი საყვარელი საქმის დასაწყებად

პირადი ფინანსები, ეს არის ფიქრი და არა მათემატიკა

რა თქმა უნდა, არსებობს ფინანსების მართვის ძირითადი წესები.

ხარჯეთ იმაზე ნაკლები რამდენსაც გამოიმუშავებთ.

გადაიხადეთ სესხები.

გააკეთეთ ფულის ინვესტიცია, რათა მან მოგიტანოთ შემოსავალი.

წესები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი არ გამოავლენენ მთლიან არსს პირადი ფინანსების მართვის შესახებ. პირადი ფინანსი პირადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ თქვენ უნდა დაარღვიოთ წესები და გააკეთოთ ის რაც სწორად მიგაჩნიათ. მათემატიკასა და წესებზე უფრო, პირადი ფინანსები დაკავშირებულია ქცევასთან: თქვენი ჩვევები, აზროვნება და ქმედებები.

მე შემიძლია ისიც დავამტკიცო, რომ მეტ წილად ფოკუსირება უნდა მოახდინოთ თქვენს საქციელზე და არა წესებზე. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ სესხის დაფარვის საუკეთესო გზებზე, მაგრამ თუ თქვენ არ ხართ სერიოზულად განწყობილი, მაშინ დიდი ალბათობით ამას არ გააკეთებთ.

ხშირად ადამიანები არ წარმართავენ საკუთარ ფინანსებს იმიტომ, რომ თითქოს მათ არ აინტერესებთ ფული. მაგრამ, რაც არუნდა საკვირველი იყოს, ზუსტად ამიტომ უნდა დაიწყონ მართვა. თუ თქვენ არ გიყვართ ფულზე ფიქრი, უკეთესია დაიწყოთ მათი მართვა, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ შექმნით მათი მართვის სისტემას. უნდა ისწავლოთ მათი ისე გაკონტროლება, რომ შემდეგ შეძლოთ მათი ცხოვრების იმ ასპექტში გამოყენება, რომელიც თქვენთვის საინტერესოა.

loading...

მსგავსი სტატიები

  • რატომ არის აუცილებელი აწარმოო ფინანსური დღიური

    თუ ზაფხულის შუა რიცხვებში აღმოაჩენთ, რომ დასასვენებლად წასასვლელად ვერ გააკეთეთ დანაზოგი, აუცილებლად აწარმოეთ ფინანსური დღიური. თუ რაში დაგვეხმარება ეს დღიური გაიგეთ ქვევით

  • 6 დაშვებული შეცდომა ფულთან მიმართებაში, რომელთაგანაც სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდე

    ფულთან დაკავშირებით შეცდომებისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილიაამაში კი ჩვენი აღზრდა ან ფინანსური გაუნათლებლობაა დამნაშავე. რაცარუნდა კეთილი განზრახვები გამოძრავებდეთ ან საუკეთესოდ მომზადებული ბიზნეს იდეა გქონდეთ, შეცდომები რომლებსაც ყოველდღიურად უშვებთ არ მოგცემთ წარმატების მიღწევის საშუალებას.

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • სამოქმედო გეგმა მიზნის მისაღწევად

    სამოქმედო გეგმის არსებობა გვაძლევს ბიძგს, ძალას და ორიენტაციას. მნიშვნელობა არააქვს ჩამოწერილ სიას მიჰყვები თუ ნაბიჯების წყობას— მაშინ როდესაც იცი რისკენ მიიწევ, მეტი სტიმული გაქვს მოქმედებისათვის— სწორი მიმართულებით.

comments powered by HyperComments