დღიურის წარმოება — ერთ-ერთი იმ სამი საგანძურიდან რომელსაც სიკვდილის შემდეგ დატოვებთ

წარმატება ესაა - რამდენიმე მარტივი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად უნდა   გაიმეოროთ, ამ დროს წარუმატებლობა - არის რამდენიმე შეცდომა, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს ჩვენი ქმედებები და განსჯებია, რასაც წარმატებასთან ან წარუმატებლობასთან მივყავართ.

თუ ნამდვილად გინდათ მდიდარი, ძლიერი, ჯანმრთელი, კომპეტენტური, კულტურული და უნიკალური ადამიანი გახდეთ, მაშინ აწარმოეთ დღიური, ნუ ენდობით საკუთარ მახსოვრობას.

თუ რამე ღირებული მოისმინეთ, ჩაიწერეტთ. თუ რამე ღირსშესანიშნავი ნახეთ, ჩაიწერეთ.

დისციპლინა - ეს თქვენი ცხოვრების მთავარი შემადგენელია, დღიურები კი თქვენი ბიბლიოთეკის ფასეული ნაწილი გახდება. დისციპლინით ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ეს არის იმ სამი განძიდან ერთერთი რომელიც შეგიძლით მომავალ თაობას დაუტოვოთ. მომავალი თაობა ამ სამ განძს უფრო მეტად დააფასებს, ვიდრე თქვენს დანატოვარ ავეჯს.

განძი პირველი - ესაა ფოტოები, ბევრი სურათი გადაიღეთ, არ შეგეზაროთ მომენტის დაჭერა. რამდენი დრო სჭირდება ამას? ალბათ წამები. რამდენი დასჭირდება დროის გაშვებას? წამები. ასე რომ, არ დაკარგოთ წამი, როცა ამ წუთისოფელს დატოვებთ, მოგონებები თქვენზე ცოცხალი დარჩება.

განძი მეორე - ესაა თქვენი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა რომელმაც გასწავლათ, რომელიც დაგეხმარათ გამხდარიყავით მდიდარი, ძლიერი, ჯანმრთელი, წარმატებული და უნიკალური. შეიძლება იგი დაგეხმარათ ავადმყოფობის დაძლევაში, შეიძლება მისი მეშვეობით დაამარცხეთ სიღარიბე. თქვენი ბიბლიოთეკა - ესაა წიგნები, რომლებმაც გასწავლათ. რომლებიც კვებავდნენ თქვენს სულიერ ცნობიერებას. ესენია ერთერთი დიდი საჩუქარი, რაც შეგიძლიათ დატოვოთ თქვენს შემდეგ.

განძი მესამე - თქვენი დღიურებია - ესაა იდეები და ინფორმაციები, რასაც გულდაგულ აგროვებდით.

ამ სამი განძიდან დღიურის წარმოება ერთერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ თქვენ სერიოზული ადამიანი ხართ. ფოტოგრაფირება ადვილია, წიგნის ყიდვა მაღაზიაში - ესეც ადვილია. იყო საკუთარი ცხოვრების, მომავლის, ბედ-იღბალის მკვლევარი გაცილებით ძნელია. იპოვეთ დრო რომ ჩანაწერები გააკეთოთ და დღიური აწარმოოთ. შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით. რა ბედნიერებაა დაუტოვოთ მომავალ თაობას რაღაც ღირებული. რა ბედნიერებაა ინებივრო ამით დღეს.

მოაგროვეთ კარგი აზრები, მაგრამ საკუთარ მახსოვრობას ნუ ენდობით. ყველაზე საიმედო ადგილი - ყველა იდეისა და ინფორმაციისა, რაც ცხოვრებაში შეგხვედრიათ - არის დღიური.

არ გამოიყენოთ თქვენი ტვინი, როგორც კარტოთეკა. იგი მხოლოდ იმისთვის გამოიყენეთ, რომ პრობლემები გადაჭრათ და პასუხები იპოვოთ. კარგი იდეები საკუთარ დღიურში ჩაიწერეთ.

loading...

მსგავსი სტატიები

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • თვითშეფასების ამაღლების 5 საშუალება

    ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი თვითშეფასება, იმისათვის, რომ ადვილად გადაიტანოთ ცხოვრებისეული სირთულეები და იოლად გამოკეთდეთ ემოციურად მიყენებული ჭრილობებისაგან. მაღალი თვითშეფასების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიღწევა არც თუ ისე ადვილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაჩვენებელი არასტაბილურია: ერთ დღეს შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ხოლო მეორე დღეს კი პირიქით.


  • როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

    ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან გაკეთება ბევრად ძნელია. ყველა მიზნის მიღწევის ერთი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმის მისაღწევად, რაც თქვენ გსურთ.


  • 10 ჩვევა, რომელიც საჭიროა შეგნებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის

    ეს ჩვევები დაგეხმარებათ თქვენი იმედგაცრუების, შფოთვის, ბრაზის ნელნელა მოშორებაში. ხელს შეგიწყობთ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებასა და სიამოვნების ხშირად განცდაში.

comments powered by HyperComments