6 დაშვებული შეცდომა ფულთან მიმართებაში, რომელთაგანაც სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდე

ფულთან დაკავშირებით შეცდომებისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილიაამაში კი ჩვენი აღზრდა ან ფინანსური გაუნათლებლობაა დამნაშავე. რაცარუნდა კეთილი განზრახვები გამოძრავებდეთ ან საუკეთესოდ მომზადებული ბიზნეს იდეა გქონდეთ, შეცდომები რომლებსაც ყოველდღიურად უშვებთ არ მოგცემთ წარმატების მიღწევის საშუალებას.

მაგალითად თუ თქვენ გინდათ ამოძვრეთ ვალების ორმოდან და ამის მიუხედავად აძლევთ თავს უფლებას გაერთოთ ძვირადღირებულ რესტორნებსა და ბარებში, მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩამორჩეთ თქვენს მეგობრებს, საეჭვოა თქვენ მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ამიტომაც ვისაუბრებთ იმაზე თუ რა შეცდომებს უშვებს ადამიანი საკუთარ ფინანსებთან მიმართებაში და შევეცდებით მათგან განთავისუფლების ხერხებიც შემოგთავაზოთ

1. ემოციური ხარჯვა

შოპინგი ზოგიერთისათვის არის- ხერხი გაუმკლავდეს ცხოვრებაში წარმოშობილ პრობლემებს. მაგრამ ემოციური და იმპულსური ფულის ხარჯვა პრობლემებს ვერ აგვარებს, უფრო მეტიც, ართულებს სიტუაციას. დროებითი აღმაფრენა რომელიც მოსდევს ხოლმე ასეთ შენაძენს რამოდენიმე საათში დაბლა ეცემა და რჩებით ცარიელი ჯიბისა და უმეტეს შემთხვევაში უაზრო და გამოუსადეგარი ნივთების ამარა.

 

 

 

იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ იმპულსური შენაძენი, გამოიმუშავეთ რამოდენიმე წესი, მაგალითად: შეიძინეთ მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, (რომელიც შედგენილი იქნება მშვიდ გარემოში და არა მაშინ როდესაც, უხასიათო ხართ), ან შეეცადეთ მოითმინოთ 24 საათი მანამ სანამ, დაუგეგმავი ნივთის შეძენას გადაწყვეტთ. უკეთესი იქნება საყიდლებზე წასვლის წინ კარგად დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ამა თუ იმ ნივთის შეძენა. დახარჯეთ იმდენი რამდენსაც გაწვდება თქვენი ბიუჯეტი. და თუ მაინც წაგძლიათ სულმა, კითხეთ რჩევა ახლობელ ადამიანს, იქნებ მისმა რჩევამ გაგინათლოთ გონება 

ფულის გასესხება

ხელი გაუმართო მეგობარს ან ნათესავს და ასესხო მათ ფული რათქმაუნდა კარგი საქციელია, მაგრამ ამით უპირველეს ყოვლისა აზარალებთ საკუთარ ბიუჯეტს და დიდი რისკია იმისა რომ დაკარგოთ საყვარელი ადამიანიც. თუ ასე გააგრძელებთ საბოლოოდ დარჩებით ცარიელი ჯიბისა და მეგობრების გარეშე.

მეგობრის დახმარება და მასთან კარგი ურთიერთობის გაგრძელება ფულის სესხების გარეშეც შეიძლება.

იმ შემთხვევაში თუ მეგობარი გთხოვთ დახმარებას, და სასწრაფოდ გაქვთ მისთვის ფული მისაცემი, მაგრამ არ გინდათ ფულის სესხებას ვალის სახელი დაარქვათ, ვინაიდან ასე უფრო გაგიადვილდებათ იმის გადატანა, რომ შესაძლოა თქვენგან ნასესხები ფულით მას მხოლოდ სასურველი კაბის, ან ფეხსაცმლის შეძენა სურდა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ეცადეთ არც საკუთარი ბიუჯეტი დააზარალოთ, მაგრამ არც მეგობარი დატოვოთ განაწყენებული.

3. ნუ გადაიხდით ყოველთვის 

არიან ადამიანები რომლებსაც ეამაყებათ, როდესაც თვითონ იხდიან ყველას მაგივრად ან პატიჟებენ მეგობრებს სასმელზე ბარში. თუ თქვენ ასეთი კატეგორიის ხალხს განეკუთვნებით და ამავდროულად გაქვთ ვალები ან ხარჯავთ ფულს, რომლის ბიუჯეტიც მწირია ან სრულაც განკუთვნილი იყო უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის, მაშინ დროა დაფიქრდეთ სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ ასეთმა საქციელმა.

ადამიანი რომელიც ყოველთვის იხდის ფულს სხვის მაგივრად, ბოლოს ხვდება რომ მეგობრებიცა და ნათესავებიც ეჩვევიან მის ასეთ საქციელს და ამ „ვალდებულების“ მოლოდინში არიან.

როგორც კი ამ „ვალდებულებისაგან“ განთავისუფლებას იწყებს ადამიანი მაშინათვე ხვდება თუ როგორ იქცევიან მის გვერდით მყოფი ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობაში არიან და ვერ გაუგიათ რატომ უნდა გადაიხადონ მათ. აი ამ დროს იწყებენ ფიქრს იმის შესახებ მართლაც სიამოვნებდათ თუ არა მის მეგობრებს მასთან ერთად სადილობა, თუ მხოლოდ იმიტომ იყვნენ მასთან რომ უეჭველი უფასო სადილი ექნებოდათ. მიჩვეულის გადაჩვევა ყოველთვის არაა ადვილი. კიდევ გჭირდებათ მაგალითი? მაშინ კითხეთ იმას ვინც მოიგო ლატარეაში სოლიდური თამხა, რამდენი მეგობარი გამოუჩნდა მოგების შემდეგ და რამდენი დარჩა მოგებიდან სულ მცირე ერთი წლის შემდეგ.

4. ნუ შეადარებ შენს ფინანსურ მდგომარეობას სხვის შემოსავლებს

ზოგიერთი წარმატებას სახლის სიდიდითა და ავტომობილის მოდელით ზომავს, მაგრამ ასეთი აზროვნება თავისი არსით მცდარია. მდიდრული სახლები და ძვირადღირებული ნივთები მხოლოდ იმაზე მიუთითებენ რომ მათ მფლობელებს უფრო ფულის ხარჯვა უყვართ და საერთოდ არ აღელვებთ რამდენი აქვთ სინამდვილეში ფული.

თუ თქვენი მეზობელი ან მეგობარი აძლევს თავს იმის უფლებას რომ ჰყავდეს ძვირადღირებული ავტომობილი თქვენ რითი ხართ მასზე ნაკლები? გაითვალისწინეთ რომ ყველა არ ცხოვრობს შემოსავლების და საშუალებების ხარჯზე.

დაიმახსოვრეთ რომ  ძვირადღირებული და ლამაზი ნივთების გარდა თქვენს ერთი შეხედვით მდიდარ მეზობელს თუ მეგობარს შეიძლება იმაზე მეტი ვალი ჰქონდეს ვიდრე მისი ქონება ერთად აღებული.

თავიდანვე შეაფასეთ თქვენი საშუალებები და გაერკვიეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის. დაისახეთ მიზნები და დაფიქრდით, როგორი გინდათ დაინახოთ თქვენი თავი 10, 20, 50 წლის შემდეგ. შეიძლება თქვენ გინდათ გქონდეთ დიდი და ლამაზი სახლი რომელიმე კონკრეტულ ქალაქსა თუ ქვეყანაში, ან დამსახურებულ პენსიაზე გახვიდეთ სოლიდური დანაზოგით? როგორც კი გაერკვევით თქვენს სურვილებსა და პრიორიტეტებში, მიიღეთ გადაწყვეტილება ხარჯების შესამცირებლად და გააკეთეთ დანაზოგი მიზნების მისაღწევად. დახარჯო იმიტომ რომ ვინეს ამით თავი მოაწონო, დამეთანხმებით დიდი სისულელეა.

5. ცხოვრება ხელფასიდან ხელფასამდე

ყოველ თვე გვიწევს გადასახადების გადახდა და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა, მაგრამ დარჩენილი შემოსავლის ნაწილს განვაგებთ ჩვენი შეხედულებების მიხედვით. შეიძლება თქვენი შემოსავლიდან ყოველთვიური გასავლის მერე არც კი გრჩებათ არაფერი და ვერ ახერხებთ ინვესტირებას თქვენი უზრუნველი მომავლისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გექნებათ გადანახული თანხა შავი დღისთვის და ვერ გაუმკლავდებით უცებ წარმოქმნილ პრობლემებს, კარიერის ბოლოს კი ვერ გახვალთ მშვიდად პენსიაზე.

გახსოვდეთ როდესაც ადამიანები ხარჯავენ ყველაფერს რასაც გამოიმუშავებენ, ამ დროს მათ უბრალოდ არ გააჩნიათ ფინანსური სტრატეგია. ეს კი ყველაზე დიდი შეცდომაა რასაც ადამიანები უშვებენ.

როგორ ავიცილოთ თავიდან? ყოველ თვიურად დაგეგმეთ ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებული იქნება დაუგეგმავი სიტუაციების დაფინანსება და ასევე საპენსიო დანაზოგი. კარგი და გამოცდილი მეთოდია: თქვენი ბიუჯეტი შავი დღისთვის უნდა უტოლდებოდეს იმ მინიმუმს რომელიც გეყოფათ საარსებოდ 6 თვის განმავლობაში, ხოლო საპენსიო დანაზოგი უნდა იყოს თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 10%-ი. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელი იქნება მაშინ როდესაც თქვენ გექნებათ შესაბამისი გეგმა გასავლისა და დანაზოგისთვის.

6. რეალობის იგნორირება

თუ თქვენ გაურბიხართ თქვენს საკრედიტო ისტორიასა და საკრედიტო დავალიანებების შემოწმებას საკრედიტო დაწესებულებებში, შეიძლება ითქვას რომ თქვენ ყოველდღიურ ფინანსურ კომაში იმყოფებით. თუ  მიიღებთ სირაქლემას პოზას და ფიქრობთ რომ ამით პრობლემები მოგვარდება ცდებით, პრობლემები ასე არ გვარდება.

საკუთარი ფინანსური პრობლემების იგნორირება იგივეა, რაც არ წახვიდეთ ექიმთან როდესაც მძიმედ ხართ დაავადებული.

ერთადერთი გზა თავიდან ავირიდოთ ყოველივე ზემოთთქმული გამოიხატება იმაში, რომ უნდა დაკავდეთ თქვენი ფინანსების მოწესრიგებით, შეადგინოთ პრობლემის აღმოფხვრის გეგმა. თხოვეთ დახმარება მეგობარს, ოჯახის წევრს, ნაცნობ ფინანსისტს ან კონსულტანტს რათა ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და დასახოთ მიზნები პრობლემის გამოსასწორებლად. სანამ შეუდგებით მოქმედებას შეისწავლეთ თქვენი საკრედიტო ისტორია, დავალიანებები და ყოველდღიური ვალდებულებები. ეს საკმარისია იმისათვის რომ ჩახედოთ სიმართლეს თვალებში და დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ფინანსებზე. 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • რატომ არის აუცილებელი აწარმოო ფინანსური დღიური

    თუ ზაფხულის შუა რიცხვებში აღმოაჩენთ, რომ დასასვენებლად წასასვლელად ვერ გააკეთეთ დანაზოგი, აუცილებლად აწარმოეთ ფინანსური დღიური. თუ რაში დაგვეხმარება ეს დღიური გაიგეთ ქვევით

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • პირად ფინანსებს არანაირი კავშირი არ აქვთ ფულთან

    თუ ზედაპირულად შევხედავთ, პირადი ფინანსები ყოველთვის კავშირშია ფულთან: როგორ გავხდეთ მდიდარი, სად შეიძლება ინვესტირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შედის პირად ფინანსებში, მაგრამ კრისტინ ვონგი(Kristin Wong) დარწმუნებულია, რომ უფრო ფართო, უფრო მნიშვნელოვან სიტუაციაში, პირად ფინანსებს ფულთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

  • დღიურის წარმოება — ერთ-ერთი იმ სამი საგანძურიდან რომელსაც სიკვდილის შემდეგ დატოვებთ

    წარმატება ესაა — რამდენიმე მარტივი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად უნდა   გაიმეოროთ, ამ დროს წარუმატებლობა — არის რამდენიმე შეცდომა, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს ჩვენი ქმედებები და განსჯებია, რასაც წარმატებასთან ან წარუმატებლობასთან მივყავართ.

comments powered by HyperComments