როგორ აღვზარდოთ შვილი მეწარმედ

ის თუ თქვენი ბავშვი როგორი გაიზრდება და როგორი დამოკიდებულება ექნება თანხისა და სამსახურის მიმართ?

ეს მეტწილად თქვენზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია ბავშვები ემსგავსებიან მშობლებს და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გავქთ ბიზნესი დიდი ალბათობაა იმისა რომ თქვენი შვილიც იქნება მეწარმე. მაშინაც თუ თქვენს ოჯახში არავინაა დაკავებული ბიზნესით, სასურველია ბავშვს აუხსნათ ფულთან დამოკიდებულება და ასწავლოთ თუ როგორ უნდა გამოიყენოს თანხა ისე რომ მოახდინოს სწორი ხარჯვა.

რას გეუბნებოდნენ თქვენ მშობლები ფულის შესახებ? ალბათ იმას რომ ფულს მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შემდეგ იძლევიან, ზოგიერთები შვილების წასახალისებლად სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, მაგალითად სთხოვოთ შვილს ნაგვის გატანა, ოთახის მილაგება და სანაცვლოდ შესთავაზოთ გარკვეული თანხა ჯილდოს სახით.

მაგრამ თუ თქვენ გაიხსენებთ თქვენს ბავშვობას და იმას, თუ რამდენს გაძლევდნენ მშობლები შესრულებული სამუშაოსთვის, მიხვდებით რომ ეს თანხა გაცილებით მცირე იყო საჭიროსთან შედარებით.გასაგებია რომ მშობლები, გაცმევენ გაჭმევენ და ხარჯავენ ძალიან დიდ დროს დათანხას ბავშვების აღზრდაში, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ფულზე დამოკიდებულება, სწორედ პატარა ასაკიდან უყალიბდება ადამიანს.იქნებ ღირს ჩამოაყალიბოთ თქვენი შვილის დამოკიდებულება საქმისა და თანხის ზუსტად გადანაწილებისთვის ამისათვის კი არის რამდენიმე საჭირო გაკვეთილი.

ცუდი გაკვეთილი: იხდიან დროში და დავალებაში

ოფისში მომუშავეები ყიდიან თავიანთ დროს რომ მოასწრონ და გააკეთონ დავალებული საქმე, მაგალითად თქვენ მიდიხართ ოფისში, ასრულებთ 8-10 საათის სამუშაოს და ღებულობთ ამაში დამსახურებულ თანხას.

თანამშრომლისთვის დრო და დავალება არის ერთგვარი პროდუქტი, რომლის დახმარებითაც ის აკეთებს გარკვეულ თანხას, მაგალითად თუ თქვენ არ გაქვთ თავისუფალი დრო, ცუდად ხართ ან ვერ მიდიხართ სამსახურში,ეს ნიშნავს რომ თქვენ რჩებით თანხის გარეშე,თუ კომპანია ვერ ყიდულობს, თქვენს დროს იმიტომ რომ მათ არა აქვთ დავალებებლი,თქვენ ვერ მიიღებთ სამსახურს,როგორი ტალანტიც და მონდომებაც არ უნდა გაგაჩნდეთ. სანაცვლოდ თანამშრომლები ყიდიან, იდეებს და პროდუქტს, მათ უხდიან არა დროისა და საქმის გამო, არამედ იმ იდეების გამო რომლის მიხედვითაც აგვარებენ პრობლემებს და ასაქმებენ ხალხს. თუ ისინი ყველაფერს სწორად გააკეთებენ, სრულიად შესაძლებელია, შექმნან კომპანია ან სისტემა და ამით მიიღონ ფული, მაშინაც კი თუ ისინი არაფერს არ გააკეთებენ. თუ თქვენ ბავშვს უხდით შესრულებული სამუშაოს გამო, თქვენ მას უყალიბებთ აზროვნებას, რომ თანამშრომელმა შეიძლება ფული მხოლოდ საქმის შესრულების გამო მიიღოს. მნიშვნელოვანია ბავშვს ჩაუნერგოთ, რომ მას გასამრჯელოს არამხოლოდ შესრულებული საქმის გამო, არამედ მისი ხარისხიანად გაკეთების გამო გადაუხდიან.

ცუდი გაკვეთილი: გააკეთო მინიმუმი

ბავშვობაში ყველას უნდა გააკეთოს საქმე სწრაფად, რომ მალე გავიდეს ქუჩაში სათამაშოდ, მშობლები ხშირად ეჩხუბებიან ბავშვებს, იმ მიზეზით რომ ისინი ცუდად აკეთებენ რაღაცას, სინამდვილეში ისინი უბრალოდ ცდილობენ სწრაფად გააკეთონ საქმე რომ მალე გავიდნენ გარეთ,თანატოლებთან სათამაშოდ. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება, ხშირად გადადის ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაშიც და მომუშავეები მხოლოდ იმიტომ ასრულებენ დავალებას,რომ მათ უხდიან დროში გამომდინარე აქედან ისინი საქმის შესრულების ვარგისიანობაზე არ არიან ორიენტირებულნი. მართალია ყველა ასე არა, მაგრამ ნახევარზე მეტი სწორედ ასე იქცევა.

ცუდი გაკვეთილი: ჯერ სამსახური,შემდეგ გართობა

თუ თქვენ იღებთ ფულს, შესრულებულ დავალებაში, იცოდეთ რომ ცხოვრება მაინც ორად იყოფა. ერთი მათგანი არის სამუშაო, რომელიც მიიღება, როგორც აუცილებლობა მაგრამ ბოროტებად,მეორე კი გართობა გართობა-როგორც ნამდვილი ცხოვრება. როდესაც თქვენ უხდით ბავშვს ფულს, ნაგვის გადაყრაში ან ოთახის დალაგებაში,თქვენ ქმნით ზუსტად ასეთ დამოკიდებულებას, ყველამ იცის რომ სამსახური რომელსაც ასრულებს, უნდა იყოს ბედნიერების მომტანი,მაგრამ ზოგიერთ თანამშრომელს აქვს ისეთი ცუდი დამოკიდებულება, მთელი კვირა რომ ნატრობენ დასვენების დღეს და ორშაბათის გათენებას, ტრაგიკულად აღიქვამენ. კარგ თანამშრომელს ნამდვილად არა აქვს ასეთი აზრები, მაგალითად ბიზნესმენები ისინი მუშაობენ და არასოდეს არ ელოდებიან დასვენების დღეს, პირიქით ისინი ორიენტირებულნი არიან მხოლოდ საქმეზე. ჩვენს სტატიაში გთავაზობთ სამ გაკვეთილს,იმის დასანახად თუ რა დროს შეიძლება გახდეს,თქვენი შვილიც წარუმატებელი ბიზნესში თუ სხვა საქმეში, ხოლო თუ შეცვლით რაღაცეებს, მაშინ თქვენ აუცილებლად დაინახავთ კარგ ბიზნესმენს, თუ მეწარმეს.

კარგი გაკვეთილი: ვალდებულებები არ იყიდება

იმის მაგიერ, რომ გადაუხადოთ ბავშვს სახლში გაკეთებულ რამე საქმეში, ჯობია მას უბრალოდ დაელაპარაკოთ და აუხსნათ რომ ეს იყო საოჯახო საქმე, რომელიც აუცილებლად თანაბრად უნდა გააკეთოს ყველამ. მშობლებიც აკეთებენ აუცილებელ საქმეებს და უნდა უთხრათ, რომ ეს სრულიად სამართლიანია. ნაცვლად თანხისა,უნდა აუხსნათ რომ აუცილებელია მიიღოს შესრულებული სამუშაოსგან პასუხისმგებლობა და იყოს საკუთარი საქმის პასუხისმგებელი, ცხოვრებაში ხომ მთავარია ადამიანი იყოს პასუხისმგებელი და შეეძლოს ყველაფერზე სწორი მიდგომა.

კარგი გაკვეთილი: ფული პრობლემების გადაჭრის გზა

იმისთვის რომ იფიქროს ბავშვმა, უთხარით მას რომ მხოლოდ მაშინ მისცემთ ფულს, თუ ის შეძლებს, გადაჭრას რაიმე პრობლემა. ის თვითონ იპოვის გამოსავალს და გზას,როგორც შეიძლება პრობლემის მოგვარება და მიხვდება რომ ასე შეიძლება ფულის შოვნა. ასეთი დამოკიდებულება ძალიან დაეხმარება მას მომავალში, სწორედ კარგი მეწარმე ცდილობს იპოვოს გამოსავალი ყველა საქმისგან.

კარგი გაკვეთილი: დიდი ბიზნესი ითხოვს დიდ გეგმას

სრულიად შესაძლებელია, ბავშვი ფიქრობდეს როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრით ფულის შოვნა, ამიტომ ის ეცდება იპოვოს სახლში ისეთი საქმე, რომელსაც გააკეთებს სულ და ამით გამოიმუშავებს თანხას. თქვენი დავალებაა, ასწავლოთ ბავშვს ბიზნესისთვის სწორი მიდგომა ამის გაკეთება სათამაშოების დახმარებითაც შეიძლება, რომ უფრო საინტერესო გახდეს ეს პროცესი.თუ თქვენ დაკავებული ხართ ბიზნესით,მაშინ არ გაგიჭირდებათ აუხსნათ ბავშვს გარკვეული საკითხები.

კარგი გაკვეთილი: ცხოვრება-საქმე და თამაში ერთდროულად

ბავშვებს ძალიან უყვართ რაღაცეების აშენება, ამიტომ სიამოვნებთ მათ ასეთი სათამაშოებით თამაში,ამ გასართობების დახმარებით, შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვს, თუ როგორ შეიძლება, გახდეს საინტერესო თამაში მაშინ, თუ იპოვნის საინტერესო იდეას.

რათქმაუნდა ყველა ბავშვი განსხვავებულია, ამიტომ სჭირდება ყველას განსხვავებული მიდგომა, ეს სტატია არ გეუბნებათ იმას, რომ თქვენი შვილი აუცილებლად მეწარმეობისთვის ან ბიზნესისთვისაა დაბადებული,ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ დაგვენახებინა თქვენთვის, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს, ფულისა და ამავდროულად საქმის სიყვარული. ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია აკეთოს ის საქმე, რაც სიამოვნებას ანიჭებს.

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • თვითშეფასების ამაღლების 5 საშუალება

    ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი თვითშეფასება, იმისათვის, რომ ადვილად გადაიტანოთ ცხოვრებისეული სირთულეები და იოლად გამოკეთდეთ ემოციურად მიყენებული ჭრილობებისაგან. მაღალი თვითშეფასების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიღწევა არც თუ ისე ადვილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაჩვენებელი არასტაბილურია: ერთ დღეს შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ხოლო მეორე დღეს კი პირიქით.


  • 10 ჩვევა, რომელიც საჭიროა შეგნებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის

    ეს ჩვევები დაგეხმარებათ თქვენი იმედგაცრუების, შფოთვის, ბრაზის ნელნელა მოშორებაში. ხელს შეგიწყობთ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებასა და სიამოვნების ხშირად განცდაში.

  • ბედნიერი ადამიანის 16 წესი

    ცხოვრებაში იმდენი მოვალეობა და საზრუნავია, რომ ყველა ადამიანს ავიწყდება მთელი დღეების განმავლობაში ყველაფერი და სადღაც დაფრინავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანს გადაავიწყდეს, ყველანაირი ემოციური გრძნობა, დაივიწყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მუდმივი ზრდა და ცვლილებები აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული და ბედნიერი. ამიტომ სცადეთ დაიცვათ  16 წესი  და შეეცადეთ იფიქროთ ბედნიერ და ნათელ მომავალზე.

comments powered by HyperComments