10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას

 
საიმედო საათი
 

Apple საათი ან Moto 360 კარგია, მაგრამ ენა არ მიბრუნდება იმისათვის, რომ მათ ნამდვილი საათი ვუწოდო. ქრონომეტრი უნდა იყოს მართლაც საიმედო და არ უნდა კარგავდეს აქტუალობას. ისეთი, რომ არ შეგრცხვეთ შთამომავლობისთვის გადაცემა.

კარგი დანა

ის დრო, როდესაც დანა მამაკაცისთვის ყოველდღიური ინსტრუმენტი იყო დიდიხანია გავიდა, მაგრამ შეუდარებელი გრძნობაა კარგი დანის ქონა, რომლის ფოლადიც  სასიამოვნდ გიგრილებთ ხელის გულებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში საყვარელი დანა სახლშიც გამოგადგებათ, აღარაფერი, რომ არ ვთქვათ, ბუნებაში გასვლაზე, თევზაობასა თუ ნადირობაზე.

წვერის საპარსი

ბევრ მამაკაცს მოშვებული წვერით სიარული ძალიან იზიდავთ, ეს ტრენდი ისევ მოდაში შემოვიდა. წვერი უფრო ბრუტალურსა და მიმზიდველს გვაჩენს მანდილოსნების თვალში. თქვენი წვერის ლამაზად შენარჩუნებისათვის რეგულარულად უნდა იაროთ დალაქთან ან იყიდეთ ტრიმერი. კარგი ტრიმერი თქვენი წვერის შესწორებისა ( იმ ოდენობით რამდენიც თქვენ გინდათ, არეგულირებთ საპარს თავს ზუსტად ნახევარი მილიმეტრის სიგრძეზე ) და მოკლების საშუალებას გაძლევთ.

ხელსაწყოების ყუთი

არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ კარგი შემოსავალი გაქვთ და შეგიძლიათ სპეციალისტის გამოძახება საბავშვო ველოსიპედის თუ თაროს შესაკეთებლად. ნამდვლ მამაკაცს უნდა შეეძლოს საკუთარი ხელებით რამის კეთება. ამისათვის საჭიროა ხელსაწყოების ყუთი, კომპლექტში შედის: ქანჩი, ჩაქუჩი, რამოდენიმე სახრახნისი, რტყელტუჩა, WD-40 სილიკონის პატარა ბალონი არის ყველაზე სასარგებლო ნივთი. საჭიროების შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეძლებთ არსენალის გაფართოებას.

მათარა

პრაქტიკულობისათვის ნამდვილად სასარგებლო ნივთი. მცირე ოდენობით საყვარელი ვისკი ან კონიაკი სულს ათბობს, მაშინაც კი, როდესაც შიდა ჯიბეში იმყოფება. შეიძლება თქვენ არც კი გამოიყენოთ იგი ხშირად, მაგრამ ამით მის ღირებულებას მაინც ვერ შეამცირებთ.

კლასიკური სათვალე

სათვალე არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე აქსესუარებიდან, რომლებიც ადამიანს ყველა ვარიანტში სჭირდება. კარგად შერჩეული სათვალე ხაზს უსვამს, სახის მამაკაცურ ნაკვთებს და ავსებს იმიჯს (რაც მთავარია თვალებს იცავს მზის სხივისაგან). ყველაზე კარგი ვარიანტია კლასიკური სათვალის ყიდვა, ის არასოდეს არ გავა მოდიდან, ყოველთვის აქტუალური იქნება.

ტყავის ჩანთა

ნივთები რაღაცით უნდა ვატაროთ, კარგი ტყავის ჩანთა იდეალურად გამოგადგებათ ამ მიზნისათვის. ასეთი აქსესუარი სოლიდურად და მოწესრიგებულად გამოიყურება, ნებისმიერი სტილის ჩაცმულობას შეესაბამება.

კარგი ყურსასმენები

შეიძინეთ უკაბელო, ან ნებისმიერი სხვა, მაგრამ ხარისხიანი ბრენდი ყურსასმენები. ისევე, როგორც ნებისმიერი კარგი რამ, ეს ნივთი ხაზს გაუსვამს თქვენს გემოვნებას და გამოგადგებათ, როგორც კარგი აქსესუარი. მძიმე სამუშაოს შემდეგ საყვარელი მუსიკის მოსმენა ნამდვილი სიამოვნებაა, ხოლო ხარისხიანი ყურსასმენით საყვარელი მუსიკის მოსმენა კი ორმაგი სიამოვნებაა.

მუსიკალური ინსტრუმენტი

მამაკაცი უნდა იყო ყოველმხრივ განვითარებული. არავინ ამბობს, რომ თქვენ უნდა უკრავდეთ რომელიმე ბენდში ან კონსერვატორიის კურსდამთავრებული უნდა იყოთ, მაგრამ არც თუ ისე ცუდი იდეაა სახლში გიტარის ქონა, რომლითაც შეგიძლიათ დაუკრათ რაიმე მელოდია.

 

ჰანტელები

ნამდვილი მამაკაცისათვის ფორმის შენარჩუნება ყველაზე საჭირო რამ არის. ყოველ დილით განტელებით, რამოდენიმე წუთიანი ვარჯიში ეს არის მცირედი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

კიდევ რისი დამატებაა შესაძლებელი?

სურვილის შემთხვევაში ამ სიის გადიდება უსასრულობამდეა შესაძლებელი. დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ სიაში რაიმე ზედმეტია ან აკლია.

loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


  • 32 საიტი, რომელიც გენიოსად გაქცევს

    მეწარმე თომას ოპონგმა Medium-ზე შეაგროვა 33 საიტი მათთვის, ვისაც სურს განავითაროს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობა. გაეცანით ამ სიის თუნდაც ნახევარს და თქვენ აუცილებლად ნახავთ შედეგს.

comments powered by HyperComments