10 ჩვევა, რომელიც საჭიროა შეგნებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის

ეს ჩვევები დაგეხმარებათ თქვენი იმედგაცრუების, შფოთვის, ბრაზის ნელნელა მოშორებაში. ხელს შეგიწყობთ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებასა და სიამოვნების ხშირად განცდაში.

გაიღვიძეთ მაშინ, როდესაც ამას დაგეგმავთ

თუ თქვენ დააყენეთ მაღვიძარა, 6:30, შაბათს, ადექით საწოლიდან მაშინვე, როდესაც ის დარეკავს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს არის პირველი დაპირება, რომელიც თქვენ ამ დღეს უნდა შეასრულოთ.

რატომ დააყენეთ მაღვიძარა ამ დროზე? იმიტომ, რომ ენდეთ თქვენს თავს და იმედი გქონდათ, რომ გაიღვიძებდით ზუსტად მითითებულ საათზე. გატეხილი იმედით დღის დაწყება, მარცხენა ფეხზე ადგომის ტოლფასია.

კარგად დაგეგმეთ თქვენი დღის განრიგი

დილის ჩვეული ქმედებები, როგოიცაა შხაპი, კბილების გახეხვა, თმის დავარცხნა, დაგეხმარებათ გამოფხიზლებასა და მუშაობის დაწყებაში.

ყველაზე მთავარია ტანისამოსის არჩევა შესაბამისი შემთხვევისათვის. გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი ქმნის გარკვეულ განწყობას.

ეს დილის ქმედებები შეგიქმნით განწყობას მთელი დღის მანძილზე. ის თუ როგორ ივაცხნით, სვამთ ყავას და იცმევთ, გარკვეული დოზით დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ჩაივლის დღე.

საღ გონებაზე ყოფნა

დაკავდით მედიტაციით. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ დილით, შხაპის შემდეგ, როდესაც ასე თუ ისე გამოფხიზლდებით. გამოყავით 5-10 წუთი იმისათვის, რომ დაჯდეთ სრულ სიწყნარეში.

უბრალოდ მოუსმინეთ საკუთარ თავს. ეს დაგეხმარებათ იმაში, თუ როგორ უნდა დაიწყოთ დღე: თქვენ ხართ იმედგაცრუებული, ხდება რაღაც შემაშფოთებელი ან პირიქით, მოხდა რაიმე ლამაზი და საუცხოო?

ხუთ წუთიანი მედიტაციით, თქვენ მიხვდებით თუ როგორ გრძნობთ ახლა თავს და როგორ უნდა წარმართოთ დღე.

რეგულარული კვება

ჭამეთ ერთსა და იმავე დროს, სასურველია მიირთვათ ის საკვები, რომელიც თქვენ მოამზადეთ წინასწარ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ დაგავიწყდეთ საკვების მიღება დღის განმავლობაში.

შეეცადეთ ჩამოგიყალიბდეთ ეს ჩვევა. რაც უფრო მეტჯერ მიირთმევთ წინასწარ მომზადებულ ჯანსაღ საკვებს, მით უფრო სავარაუდოა, რომ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას, ყველაზე დატვირთულ გრაფიკშიც კი.

გამოიყენეთ პატარ-პატარა შესვენების დრო თქვენს სასარგებლოდ.

დღის განმავლობაში, თქვენ გიჩნდებათ თავისუფალი დროის მცირე მონაკვეთი. ჩვენ შევეჩვიეთ ამ დროის ხარჯვას სოციალურ ქსელში, YouTube -ზე ვიდეოების ყურებასა  და სხვა უსარგებლო რამეში. გააერთიანეთ ყველა ეს აპლიკაცია თქვენი სმარტფონის ერთ ფაილში და დაარქვით "დროის ფუჭად ხარჯვა."

მათ ნაცვლად, მთავარ გვერდზე დააყენეთ სასარგებლო აპლიკაციები, უცხო ენების სწავლა, წიგნების კითხვა და ასე შემდეგ. პატარა შესვენებების პროდუქტიულად გამოყენება დაგეხმარებათ, ახლის სწავლების ჩვევის ჩამოყალიბებაში.

თავისუფალი დრო არის თავისუფალი დრო

ეს რჩევა არის შრომისმოყვარე და მეწარმე ხალხისათვის, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ  "თავისუფალი დრო " არ ნიშნავს ახალ პროექტებზე მუშაობას. ეს არის დრო, რომელიც არ უნდა დახარჯოთ მუშაობაში.

პარკში სასეირნოდ წასვლა, ძველი მეგობრების ნახვა, სახალისო თამაშების თამაში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ბებიასთან დარეკვა, საინტერესო ფილმის ყურება, ეს არის იმის მაგალითები თუ როგორ უნდა გაატაროთ თავისუფალი დრო.

აკონტროლოთ თქვენი ფინანსები

ფინანსები აღვივებს დიდ სტრესსა და ნერვიულობას, მაგრამ ფული კი არ  იწვევს სტრესს, არამედ ფინანსური საქმეების ქაოსი და იმის არცოდნა თუ როგორ უნდა მართოთ ის.

ისწავლეთ ფულის ისე მართვა, რომ გახტეთ საქმის ოსტატი. თუ თქვენ აპირებთ მიყრუებულ ტყეში ცხოვრებას, საკვების მონადირებასა და ველურ პირობებში ცხოვრებას, მაშინ ფული თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ასე რომ გამოყავით დრო იმისათვის, რომ შეიძინოთ ცოდნა გადასახადებზე, ინვესტიციებზე, დანაზოგსა და სესხებზე. კვირაში, ორ კვირაშ ან თვეში ერთხელ გააანალიზეთ თქვენი ფინანსები და გაიგეთ თუ რაში გეხარჯებათ ფული.

გაიჩინეთ ახალი ნაცნობები

ახალ ხალხთან ურთიერთობა, ისე როგორც არაფერი, უზრუნველყოფს შთაგონებას. რაც უფრო ფართო ურთიერთობის წრე გაქვთ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებით, თქვენი ნაცნობობის ხარჯზე  და უფრო მეტ შთაგონებას იღებთ პიროვნული განვითარებისათვის.

გაანებივრეთ საკუთარი თავი

სიამოვნება ცხოვრების ნაწილია. დიახ, დისციპლინა ბევრს ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც თქვენ უნდა მიხედოთ საკუთარ თავს.

გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და მიხედეთ საკუთარ თავს, გაეცანით რაიმე ახალს,

შეხვდით ვინმეს, წადით კაფეში, ჭამეთ იმდენი, რომ მაგიდასთან დაგეძინოთ, ეწვიეთ ახალი მუზეუმს, წადით მდინარეზე ან ტბაზე. გაატარეთ დღე თქვენს სასარგებლოდ.

ძალიან მარტივია ამ მომენტების გამოტოვება, განსაკუთრებით მაშინ თუ შეჩვეული ხართ მიზნის დასახვასა და მის მიღწევას. ზუსტად ეს მომენტები გამახსოვრდებათ ყველაზე მეტად, გხდით ბედნიერს და უფრო ღრმად გაგრძნობინებთ ცხოვრებას.

ძილის წინ აწარმოეთ დღიური

გახადეთ ყოველდღიურ ჩვევად დღიურის წარმოება, არ არის აუცილებელი 2-3 ფურცლის დაწერა, რამოდენიმე სტროფის დაწერაც საკმარისია . თქვენ შეგიძლიათ წეროთ გადამხდარ გამოცდილებებზე ან თქვენს გეგმებზე, შეგიძლიათ დაწეროთ ლექსები ან სიმღერები, წერეთ იმაზე თუ რა გაწუხებთ და როგორ გაუმკლავდეთ მათ. არ აქვს მნიშვნელობა, რას წერთ, მთავარია უბრალოდ წეროთ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ რა მოხდა წინა კვირის სამშაბათს? ან ორი თვის წინ? თქვენ გამახსოვრდებათ მხოლოდ ნათელი მომენტები. დღიურის წარმოება დაგეხმარებათ სასიამოვნო მომენტების შენარჩუნებაში, საკუთარი საინტერესო აზრებისა და საყვარელი წიგნის ან ფილმის ციტატების გახსენებაში.

loading...

მსგავსი სტატიები

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • თვითშეფასების ამაღლების 5 საშუალება

    ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი თვითშეფასება, იმისათვის, რომ ადვილად გადაიტანოთ ცხოვრებისეული სირთულეები და იოლად გამოკეთდეთ ემოციურად მიყენებული ჭრილობებისაგან. მაღალი თვითშეფასების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიღწევა არც თუ ისე ადვილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაჩვენებელი არასტაბილურია: ერთ დღეს შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ხოლო მეორე დღეს კი პირიქით.


  • ბედნიერი ადამიანის 16 წესი

    ცხოვრებაში იმდენი მოვალეობა და საზრუნავია, რომ ყველა ადამიანს ავიწყდება მთელი დღეების განმავლობაში ყველაფერი და სადღაც დაფრინავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანს გადაავიწყდეს, ყველანაირი ემოციური გრძნობა, დაივიწყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მუდმივი ზრდა და ცვლილებები აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული და ბედნიერი. ამიტომ სცადეთ დაიცვათ  16 წესი  და შეეცადეთ იფიქროთ ბედნიერ და ნათელ მომავალზე.

comments powered by HyperComments