ბედნიერი ადამიანის 16 წესი

ცხოვრებაში იმდენი მოვალეობა და საზრუნავია, რომ ყველა ადამიანს ავიწყდება მთელი დღეების განმავლობაში ყველაფერი და სადღაც დაფრინავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანს გადაავიწყდეს, ყველანაირი ემოციური გრძნობა, დაივიწყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მუდმივი ზრდა და ცვლილებები აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული და ბედნიერი. ამიტომ სცადეთ დაიცვათ  16 წესი  და შეეცადეთ იფიქროთ ბედნიერ და ნათელ მომავალზე.

იყავით ორგანიზებულები

თუ თქვენ შეძლებლებთ სწორად დაგეგმოთ თქვენი დღე, მაშინ მოახერხებთ იყოთ უფრო მშვიდად და ჰარმონიულად. ყველა რთული საქმე ჯობია მოაგვაროთ დილით, რადგან თუ თქვენ ამ საქმეს მთელი დღის განმავლობაში მოუგვარებელს დატოვებთ, დღის განმავობაში გექნებათ უკმაყოფილების და სირთულის შეგრძნება, ამიტომ გირჩევთ დილით შეძლოთ და მოაგვაროთ მსგავსი საკითხები.

იმუშავეთ გამუდმებით, რომ შეიძინოთ რაღაც ახალი ცოდნა

ახლა ამისთვის ყველაზე კარგი დროა, უნდა სცადოთ ისწავლოთ გამუდმებით რაღაც ახალი, შეიძინოთ ახალი გამოცდილება. მაგალითად: თუ თქვენ გინდათ გიტარაზე დაკვრა იცოდეთ, ჯერ შეიძინეთ გიტარა და ამის შემდეგ გაგიჩნდებათ მოტივაცია, კიდევ უფრო დიდი სურვილი და წყურვილი იცოდეთ რაღაც ახალი.

გაურიგდით მეგობრებს

თუ რაღაც საქმის წამოსაწყბად არ გაქვთ იმ დროისთვის საჭირო თანხა დაესესხეთ მეგობრებს, სთხოვეთ მათ გაგიწიონ დახმარება, თქვენ მოაგვარებთ თქვენს სასურველ საქმესაც და თან კიდევ უფრო კარგად შეაფასებთ თქვენს მეგობრებს.

იკითხეთ, იკითხეთ და კიდევ იკითხეთ

იკითხეთ წიგნები, ასე თქვენ შეიძენთ კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას, წიგნის დახმარებით შეძლებთ გაიფართოვოთ ჰორიზონტები,  თუ თქვენ არ იცით როგორ აარჩიოთ სწორად სასურველი წიგნი, მაშინ პირველ ჯერზე უმჯობესი იქნება აიღოთ ისეთი წიგნები რომლებიც საკმაოდ კარგად მოყვებიან რეალური ცხოვრების შესახებ.

ივარჯიშეთ ყოველ დღე

არ მისცეთ სხეულს მოდუნების უფლება, არ ჩაწვეთ საწოლში, დაკავდით ვარჯიშით. დაკავდით სხვადასხვა სპორტით, ფიტნესით, წადით ჩოგბურთზე, იოგაზე ასე თქვენ ნელ-ნელა შეეჩვევით ასეთი ცხოვრების წესს და თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან არ გექნებათ მოდუნებისთვის და მოწყენისთვის დრო.

მავნე საკვების ნაცვლად მიირთვით ხილი

დარწმუნებული ვარ ეს ფრაზა პირველად ნამდვილად არ გაგიგიათ და იცით, რომ ხილი ნამდვილად სასარგებოა ყველა ადამიანისათვის, უნდა იცოდეთ რომ ზოგიერთმა საკვებმა შესაძლოა კარგი გავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმზე, მაგრამ ზოგიერთმა პირიქით ცუდად იმოქმედოს მასზე.  როცა თქვენ დაიწყებთ ხილის მიღებას ჩიფსების ნაცვლად, შედეგს აშკარად შეამჩნევთ.

დაესწარით ჯგუფურ  გაკვეთილებს

შეეცადეთ დაესწროთ ყველანაირ გაკვეთილს ერთად, სთხოვეთ მეგობარს გამოგყვეთ ფიტნესზე, იოგაზე თუ სხვა სპორტულ გაკვეთილებზე. ორნი ერთად უფრო საინტერესოდ შეძლებთ გამხიარულდეთ და დროც კარგად გაიყვანოთ.

სვით წყალი

შეეცადეთ დალიოთ წყალი დიდი რაოდენობით, რადგან ის ხსნის ყველანაირ სტრესს, წყლის მიღებისას კარგად მოშაობს შინაგანი ორგანოები, წყალი ყველაზე კარგად კლავს წყლის წყურვილს და მას ვერცერთი სხვა გაზიანი სასმელი ვერ შეედრება.

შეაქეთ ადამიანებს

ხედავდეთ სხვის ბედნიერებას, ასეთ დროს თქვენც უნდა შეძლოთ მიიღოთ მათი ბედნიერებით გამოწვეული სიხარული, როცა ადამიანი ხედავს მის ირგვლივმყოფთა ბედნიერებას უნდა ეცადოს გაიხაროს დაა მიიღოს ამით სიამოვნება. თუ ხედავთ რომ თქვენს მეგობარს ან ახლობელს კარგად გამოუვიდა ის საქმე რისი გაკეთებაც ძალიან უნდოდა, შეაქეთ მას, გაიზიარეთ მისი ბედნიერება, ეს მასაც აუმაღლებს განწყობას და თქვენც.

გაიღიმეთ

გაიღიმეთ ხშირად და გულწრფელად. ღიმილი ყველაზე საუკეთესო ფერმენტია, რისი გამოყოფაც შეუძლია ადამიანს, ასეთ დროს ყველა პრობლემა იწევს უკან და თქვენ ყველას ვინც თქვენს გარშემოა, ანიჭებთ ბედნიერებას. უარყოფით ენერგიას ნამდვილად არ შეუძლია მოგიგვაროთ პრობლემები, ამიტომ ნუ დაითრგუნავთ თავს და გაიღიმეთ, ასე თქვენ მიიღებთ ბედნიერებას და გარშემომყოფებიც ასევე გიპასუხებენ.

იზრუნეთ ახლობლებზე

რა დროსაც არ უნდა ატარებდეთ ოჯახის წევრებთან, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. ოჯახი ის ადგილია სადაც სულ სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა, ყოველთვის ეცადეთ თავისუფალი დრო დაუთმოთ შვილებს, მშობლებს. ოჯახი ყოველთვის მხარს გვიმაგრებს, ისინი ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენც ასე უნდა ვუპასუხოთ. ნუ ეცდებით მათთან მხოლოდ სადილი ან ვახშამი გაიყოთ, პირიქით ეცადეთ ყველა დრო რომელიც დაგრჩებათ, მათთან გაატაროთ.

გვერდით ის ადამიანები იყოლიეთ ვისთანაც კომფორტულად ხართ

დაუკვირდით როგორ ემოციებს გიტოვებენ ადამიანები, რომლებიც გარს გახვევიათ,როგორ ფიქრობთ არ მოაქვს რომელიმე მათგანს ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში? მართალია ბედნიერი დღეს ყველა ვერ იქნება თუმცა მიუხედავად ამისა ნუ შემოიკრებთ ადამიანებს რომლებიც ცდილობენ დაგთრგუნონ და დაგზაფრონ. შეეცადეთ დრო გაატაროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც კი არ დაგრთგუნავენ, პირიქით ხელს შეუწყობენ თქვენს შთაგონებას.

დაისახეთ მიზანი

როცა მიზანს ვახსენებთ, მთავარი არაა მხოლოდ კარიერა იგულისხმებოდეს. ყველა ადამიანს უნდა ქონდეს დასახული მიზანი, რომლის განხორციელებისთვისაც ის მუდამ მზად არის იბრძოლოს, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კარიერა, ბიზნესი თუ პირადი ცხოვრება, მიზანი აუცილებლად საჭიროა ყველა საკითხში. მაგრამ თითოეული ადამიანის მიზანი უნდა იყოს ყველაზე მთავარი, გააბედნიეროს და მიანიჭოს მეორე ადამიანს ბედნიერება. დასახული მიზნებიც ისევე იზრდება, როგორც პიროვნება.

იყავით მადლიერები იმისთვის რაც გაქვთ

ყოველთვის იქნება რაღაც, რაც გენდომებათ ცხოვრებაში. მთავარია დაიცვათ თქვენი ოცნებები და მიზნები, არ დაიხიოთ უკან თუ რაღაც მაშინვე არ გამოდის. გაიხსენეთ ყოველთვის ის ხალხი, ვისაც ისიც კი არა აქვთ რაც თქვენ, მაგრამ ისინი მაინც ბედიერები არიან. როდესაც თქვენ შეძლებთ ყოველ დღე დააფასოთ ის რაც გაქვთ, ასე კიდევ უფრო მეტად დააფასებთ თქვენს ცხოვრებას და თქვენს არჩევანს.

დაკავდით იოგით

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიცდიათ გევლოთ იოგაზე, სასურველი იქნებოდა ეს დაგეწყოთ, რადგან იოგა ძალიან ეხმარება ადამიანს მოდუნებაში, პრობლემების ცოტა ხნით დავიწყებაში და უბრალოდ სიმშვიდეში. იოგა ეხმარება გონებას გახდეს ნათელი და კიდევ უფრო ძლიერი.

გახსოვდეთ რომ ყველაფერი წარმავალია

ცხოვრებაში არსებობს სირთულეები, პრობლემები და შესაძლოა მათ მოგვარებას წლები დასჭირდეს, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი მალე გაივლის და თქვენ შეძლებთ დაივიწყოთ ის ცუდი რაც იყო. გახსოვდეთ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი სიცოცხლე და იცხოვრეთ რაც შეიძლება კარგად!

loading...

მსგავსი სტატიები

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • თვითშეფასების ამაღლების 5 საშუალება

    ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი თვითშეფასება, იმისათვის, რომ ადვილად გადაიტანოთ ცხოვრებისეული სირთულეები და იოლად გამოკეთდეთ ემოციურად მიყენებული ჭრილობებისაგან. მაღალი თვითშეფასების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიღწევა არც თუ ისე ადვილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაჩვენებელი არასტაბილურია: ერთ დღეს შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ხოლო მეორე დღეს კი პირიქით.


  • როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

    ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან გაკეთება ბევრად ძნელია. ყველა მიზნის მიღწევის ერთი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმის მისაღწევად, რაც თქვენ გსურთ.


  • 10 ჩვევა, რომელიც საჭიროა შეგნებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის

    ეს ჩვევები დაგეხმარებათ თქვენი იმედგაცრუების, შფოთვის, ბრაზის ნელნელა მოშორებაში. ხელს შეგიწყობთ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებასა და სიამოვნების ხშირად განცდაში.

comments powered by HyperComments