როგორ გავაახლოთ ურთიერთობები.

ყველაზე ახლო და ძლიერი ურთიერთობებიც კი რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა ჩიხში შევიდეს, სრულიად მოსაწყენი და რუტინული გახდეს. სპეციალურად თქვენთვის გთავაზობთ არც ისე დიდ თუმცა ყურადსაღებ რჩევებს, რომლებიც ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ პირად ცხოვრებაში.

მიწერეთ ერთმანეთს წერილები.

შეარჩიეთ ლამაზი კონვერტი ან სულაც უბრალო ფურცელი და მისწერეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს, თუნდაც სულ რამდენიმე სიტყვა და ეცადეთ წერილი შეუმჩნევლად ჩაუდოთ საფულეში ან შარვლის ჯიბეში.როცა თქვენი მეორე ნახევარი სახლში დაღლილი მივა და ამ წერილს აღმოაჩენს მას ძალიან დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ეს ფაქტი, ალბათ ფიქრობთ თუ რა საჭიროა ამის გაკეთება, მაშინ როცა ამას ტელეფონის საშუალებითაც მშვენივრად ახერხებთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს ჟესტი ძალიან სასიამოვნო და რომანტიკული იქნება თქვენი პარტნიორისთვის. მისწერეთ მას როგორ გიყვართ, რომ გენატრებათ, უთხარით და გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები, გჯეროდეთ ხელით დაწერილ სიტყვებს უფრო დიდი ძალა აქვს,ვიდრე ელექტრონული საშუალებებით მინაწერს.

გახდით ერთმანეთის კოლეგები.

კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი, არის ის რომ გახდეთ მეგობრები, კოლეგები, გაუზიაროთ ერთმანეთს თქვენი შეხედულებები, დაინტერესდეთ ერთმანეთის საქმიანობით. უნდა შეისწავლოთ თქვენი პარტნიორის სამსახური, ჰკითხოთ ხომ არ იღლება, მოსწონს თუ არა გარემო, როგორ ასრულებს ამა თუ იმ დავალებას, რა იარაღს იყენებს იმისთვის, რომ მიაღწიოს კარიერულ წინსვლას. ასეთი საქციელები ძალიან აძლიერებს ურთიერთობას, მსგავსი საქციელით თქვენი პარტნიორი ხედავს, რომ მასზე ღელავთ და თქვენთვის სულერთი ნამდვილად არ არის თუ რას და როგორ აკეთებს ის.

თავისუფალი დრო ყოველთვის ერთად გაატარეთ.

ეცადეთ თავისუფალი დრო ყოველთვის საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ, იაროთ სპორტ დარბაზში, წახვიდეთ კინოში, გადით ქალაქგარეთ და ეცადეთ იმ დღეს სხვა არაფერზე იფიქროთ. ყოველთვის გახსოვდეთ, ურთიერთობებს სჭირდებათ განვითარება, მაშინ თუ ურთიერთობა რუტინულია, ამ შემთხვევაში ხშირია კონფლიქტი, უსაფუძვლო ეჭვიანობები, ერთმანეთის ნაკლოვანებების ძიება და ნელ-ნელა ურთიერთობაც სრულდება. გიყვარდეთ ერთმანეთი, გაიხარეთ ერთად ყოფნის ყოველი დღით, გონებაში აღბეჭდეთ ყველა საოცარი და ლამაზი დღე, იცხოვრეთ ერთმანეთის ბედნიერებით და ცხოვრებაც გაცილებით ლამაზ ფერებში დაიხატება თქვენს ირგვლივ.

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • როგორ მოვექცეთ ორსულ მეუღლეს

    ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში, მეუღლისადმი მამაკაცის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. მამაკაცმა ზოგჯერ არც კი იცის, როგორ მოიქცეს ცოლის ორულობისას, თუმცა უმეტესად ალერსითა და მზრულველობით ეპყრობა მას.

comments powered by HyperComments