როგორ მოვექცეთ ორსულ მეუღლეს

ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში, მეუღლისადმი მამაკაცის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. მამაკაცმა ზოგჯერ არც კი იცის, როგორ მოიქცეს ცოლის ორულობისას, თუმცა უმეტესად ალერსითა და მზრულველობით ეპყრობა მას.

ცოლის ორსულობისას მამაკაცს შეიძლბა დაეუფლოს სიამაყეც, რადგან მამობის მოლოდინი ძალიან სასიამოვნო პროცესია და ის ხაზს უსვამს მამაკაცის სიმწიფეს. მამაკაცი მოუთმენლად ელის პატარას დაბადებას, განსაკუთრებით მაშინ თუ მისი პირველი შვილია, თუმცა ერთგვარი შიშიც უჩნდება, რომ ცოლი მთელს ყურადღებას ბავშვზე გადაიტანს, თვითონ კი გარიყული დარჩება. ამან შესაძლოა გააღიზიანოს, გაუღვიძოს სხვა ქალებთან გართობისა და თავისუფალი დროის სახლს გარეთ გატარების სურვილი.

როდესაც ასეთი რამ ხდება, ქალი საყრდენის გარეშე რჩება, მაშინ როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდება მეუღლის თანადგომა და დახმარება, ბავშვის დაბადება ხომ ყველას ცხოვრებაში ახალი ცხოვრების დასაწყისია. ასეთ დროს მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მეუღლეს ახლა მასზე მეტად უჭირს, ქალმა იმშობიარა, მისმა ორგანიზმმა უდიდესი ცვლილებები განიცადა, ბავშვის მოვლა კი ძალიან დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოითხოვს, ამიტომ ქალს როგორც არასდროს ისე სჭირდება ქმრის თანადგომა.

მეუღლის დახმარება კარგი ქმრის ერთ-ერთი თვისებაა, ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა, ქალი უნდა გრძნობდეს, რომ ქმარი მას ყოველთვის დაეხმარება, რომ შეუძლია მისი იმედი სულ ჰქონდეს, თუმცა ახალგაზრდა დედები ხშირად ვერ აფასებენ მეუღლის მონდომებას და მათ ალერსით და სინაზით ვერ პასუხობენ. ეს შესაძლოა გაყრის მიზეზად იქცეს, რადგან მამაკაცს არ ესმის,რომ ცოლის გულგრილობა ხშირად გადაღლილობის, ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის ბრალია. ამ დროს ოჯახში ხშირია კონფლიქტი, მიუხედავად ყველაფრისა მამაკაცმა თავი ხელში უნდა აიყვანოს და შეძლოს მხარდაჭერა, რაც ყველა დედას ძალიან სჭირდება, როცა ბავშვი წამოიზრდება და იმდენი ყურადღება აღარ დასჭირდება, როგორც რამდენიმე თვისას სჭირდებოდა, მეუღლესაც გამოენახება დრო და ის ისევ შეძლებს გახდეს მზრუნველი,თბილი და მოსიყვარულე ცოლი. მამაკაცი ყოველთვის მხარში უნდა ედგეს ცოლს დაიცვას და გააძლიეროს ის, შეიძლება ითქვას რომ  ეს ოჯახური ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოა.

loading...

მსგავსი სტატიები

  • 25 ფრაზა ინგლისურად, წარმატებული პაემნისათვის

    რა იქნება მოგზაურობა ფლირტის გარეშე? ყველამ ვიცით რომ შექსპირის ენას სიყვარულის ენას უწოდებენ, ხოლო შექსპირს — ფლირტის ოსტატს.  იმისათვის რომ მოახერხოთ პაემანის წარმატებით გაგრძელება, რათა არ გახდეს მოსაწყენი საჭიროა რამდენიმე ხერხის და ფრაზის ცოდნა, სხვანაირად ურთიერთობა სკოლის მოსწავლეების ნაცნობობას დაემსგავსება და მოსაწყენი გახდება.

  • როგორ გავაახლოთ ურთიერთობები.

    ყველაზე ახლო და ძლიერი ურთიერთობებიც კი რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა ჩიხში შევიდეს, სრულიად მოსაწყენი და რუტინული გახდეს. სპეციალურად თქვენთვის გთავაზობთ არც ისე დიდ თუმცა ყურადსაღებ რჩევებს, რომლებიც ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ პირად ცხოვრებაში.

comments powered by HyperComments