აღდგომა ქრისტესი

აღდგომა ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულია, ეს ის დღეა რომელიც არცერთი ქრისტიანის გონებიდან არ ამოიშლება და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სიხარულით, მოწიწებით და ლოდინით დაელოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაღდგომის დღესასწაულს ყველა განსხვავებული მოლოდინით ხვდება, იკრიბებიან ოჯახის წევრები მიდიან ეკლესიებში


ლოცულობენ და ყველა დღისთვის მადლობას წირავენ უფალს, სწორედ ჩვენს გამო გასწირა უფალმა თავი, იმისათვის რომ ჩვენი სულები მარადიული სატანჯველისგან ეხსნა. აღდგომის ჩავლა არ შეიძლება პასკისა და წითელი კვერცხების გარეშე, ეს ორი ერთი მეორეზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დიდ დღესასწაულზე. რატომ მაინცდამაინც წითელი ფერი? ყველა ტრადიციას თავისი ისტორია აქვს და არც წითელი კვერცხების ტრადიციაა დავიწყებული. 

წითელი კვერცხები

წმინდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა იმპერატორმა კი მიუგო:  მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა, ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა ქრისტიანებში კვერცხის წითლად შეღებვა ტრადიციად იქცა და დღემდე ასე ხდება. წითელი კვერცხი აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი ფერი იესო ქრისტეს სისხლის ფერია .

ჯეჯილი

ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით ხორბალს თესენ. ამისთვის ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოაბნევენ, ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.  აღდგომის დღესასწაულს ქრისტიანები, ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

პასკა

პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად, იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა ასევე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა.

ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს, ამ დღისთვის გამომცხვარი პასკა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს:  “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული.“

loading...

მსგავსი სტატიები

  • სააღდგომო კექსები

    აღდგომა ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია მარლთლმადიდებელი ქრისტიანებისათვის. ამ დღესასწაულზე ჩვენ მივყვებით ტრადიციებს. კულინარები ცდილობენ შემოგვთავაზონ რეცეპტები,  გაგვახარონ და შეგვიქმნან სადღესასწაულო გარემო.

  • ხაჭოს პასკა თხილით და ქიშმიშით.

    მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ავღნიშნავთ დიდი მოწიწებით. დიასახლისები ემზადებიან და ცდილობენ სუფრა გააწყონ მაღალ დონეზე. დროა გავიგოთ უგემრიელესი პასკის რეცეპტი.

  • სვეტიცხოვლობა

    ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის—ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.


comments powered by HyperComments