მამაკაცის 20 ჩვევა, რომლებიც ჭკუიდან შლის ქალებს

ძალიან ბევრი დადებითი თვისებების მიუხედავად, მამაკაცების უმრავლესობას გააჩნია უარყოფითი თვისებების მთელი ბუკეტი, რომლებსაც შეუძლია ქალი ჭკუიდან შეშალოს და ძუ ლომს დაამსგავსოს. შევეცდებით გაგაცნოთ ზოგიერთი ამ თვისებებიდან.

გათიშვამდე დალევა

დილით ადრე მოდიხართ სახლში, ხმაურით აბრახუნებთ კარებს, ხმაურით შედიხართ აბაზანაში, პრინციპში ყველაფერს ხმაურიანად აკეთებთ. კარგი იქნება მომავალში ქეიფს რამოდენიმე ჭიქით ადრე თუ მორჩებით. სახლში ნასვამზე ( კარგ ხასიათზე ) მისვლა ნორმალურია, მაგრამ მოლაპარაკე გვამის როლში ყოფნა კი სხვა საკითხია.

თქვენ თვლით, რომ საჭმლის მომზადება ქალის საქმეა

მამაკაცებს ხელებიც ადგილზე გაქვთ და ტვინიც, გაზქურაც ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ, მაშინ რატომ ფიქრობთ იმას, რომ საჭმელი მარტო ჩვენ უნდა მოვამზადოთ? იშვიათად მაინც ხომ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ კულინარიას დრო და ძალა სჭირდება. იფიქრეთ ამაზე სანამ კიდევ ერთხელ გაგვიშვებთ გაზქურასთან.

სხვა ქალებს აყოლებთ თვალს.

რომ იცოდეთ ბრმები არ ვართ. ჩვენ ყველა მშვენივრად ვამჩნევთ, როდესაც თქვენ დიდი ენთუზიაზმით უყურებთ სხვა მომხიბვლელ გოგონას. გთხოვთ ასე აშკარად ნუ აკეთებთ ამას. ან მინიმუმ ცოტახნით მოაცილეთ მზრერა მის მკერდს. ძალიან დიდი მადლობა.

უარს ამბობთ თქვენს წილ საშინაო საქმეებზე

ნათელია, რომ არეულობის აღქმა ჩვენ სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ მაინც. თუ მეორე ნახევარი გეუბნებათ, რომ მილაგების დროა — როგორც წესი, ამას პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობენ. ახლა კი ვითხოვ ფოკუსირებას: იღებთ ფანჯრების წმენდის საშუალებას და წმინდავთ ფანჯრებს. სახლი სუფთად გამოიყურება და საღამოს კი თქვენი მეორე ნახევრისაგან "საჩუქარს" მიიღებთ.

უყურებთ მხოლოდ მამაკაცებისათვის განკუთვნილ ფილმებს

თქვენი მეგობარი გოგონა უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ გიყვართ "ფორსაჟი". საიდან მიხვდა? იქიდან, რომ მან თქვენთან ერთად უყურა ამ ფილმის ყველა სერიას. ორჯერ. ფილმი მანქანების შესახებკარგია, მაგრამ ზოგჯერ გვსურს ერთი ჭიქა ღვინის ქვეშ ვუყუროთ რაიმე სევდიან ფილმს, მაგალითად: "ანგელოზების ქალაქს".  ზედმეტს ხომ არ ვითხოვთ თქვენგან?

ლაპარაკობთ მხოლოდ საკუთარ თავზე

ზოგიერთი მამაკაცი იმდენად მოხიბლულია საკუთარი პერსონით, რომ ქედის მოხრა მინდება, როდესაც სხვა თემაზე საუბარს იწყებენ. საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული და იმის ფიქრი, რომ ყველა ოცნებობს იმის გაგებას თუ რა ხდება თქვენს თავს, არც თუ ისე კარგი ჩვევაა.

გეგმების "ფეხებზე დაკიდება"

როდესაც თქვენ სისტემატურად ბოლო მომენტში უხვევთ გეგმას, ამას წყობიდან გამოვყავართ ჩვენც, თქვენი მეგობრებიც და კოლეგებიც. თუ არ მოხდა მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი, შეეგუეთ, მოიკრიბეთ ძალისხმევა და გააკეთეთ ის რაზეც შეთანხმდით.

არ გვაქცევთ სათანადო ყურადღებას


ყველას აქვს უფლება იმისა, რომ გაატაროს თავისუფალი დრო როგორც მას სიამოვნებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ თუ თქვენ უკვე მეექვსე დღეა რაც ჩვენს გარეშე ერთობით თქვენს მეგობრებთან ერთად, ეს უკვე ცოტა არ იყოს საწყენია.

ნიჟარაში ტოვებთ ბინძურ ჭურჭელს

დიახ, თქვენი ცხოვრების პარტნიორს ძალიან უყვარს, როდესაც თქვენ ნიჟარაში ტოვებთ საჭმლის ნარჩენებს, ჭიქებს, ჩაის ფინჯანს პაკეტიანად! არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თუ მამაკაცი ჭურჭელს დარეცხავს ამით არაფერი არ მოხდება.

არ დადიხართ ჩვენთან ერთად პროდუქტების საყიდლად.

ამბობთ, რომ შოპინგს ვერ იტანთ? არ არის პრობლემა, ჩვენ თვითონ მოვიტანთ სახლში მძიმე პაკეტებს, უბრალოდ, არ გაგიკვირდეთ, რომ ამ პაკეტებში არ იქნება თქვენი საყვარელი საკვები.

მთელი ღამე ხვრინავთ.                                                                                                                           

ცხადია, რომ ამას განძრახ არ აკეთებთ. მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ მხოლოდ ზურგზე წოლისას ხვრინავთ, რატომ არ იცვლით საძილე პოზას?

ცხვირში იქექებით.

ნუ ცხვირში თუ არა ყურში, კბილებში ან ჭიპში მაინც იქექებით, სხვისთვის საყურებლად არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. ღვთის გულისთვის, ამ პროცესით მაშინ დაკავდით, როდესაც მარტო იქნებით.

საპონზე ტოვებთ თმებს.

არ მაინტერესებს, საიდან ხვდება საპონზე თმები. შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ აღარ მოხდეს ასე?

არ ალაგებთ.

დაიჭერით ფრჩხილები და წახვედით, ფრჩხილები კი არ გადაყარეთ. გაიპარსეთ და ნიჟარა მოსვრილია თქვენი ჯაგრით. არ ახურავთ თავსახურს კბილის პასტას. რაიმე ტკბილეულს შეფუთვას ყრით, როგორც წესი მისი ჭამიდან მეოთხე დღეს.

ჩვენ გვეკითხებით იმას თუ სად არის თქვენი ნივთები.

ალბათ, იქ სადაც თქვენვე დადეთ. არასდროს არ შევხვედრივარ ისეთ მანდილოსანს, რომელიც შებყრობილია მისი მეორე ნახევრის ტანისამოსის გადამალვით.

დიდხანს ზიხართ ტუალეტში.

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ გაქვთ საჭმლის მონელების ისეთი პრობლემები, რომლებიც ტუალეტში ყოფნას საათნახევარი გაიძულებთ. მართლა მაინტერესებს, თქვენ იქ ჩვენ გვემალებით თუ ეს ერთგვარი მამაკაცების მსოფლიო ტუალეტის შეთქმულებაა?

არ მკურნალობთ.


იმიტომ, რომ წამალი სუსტებისთვისაა, ხოლო ტანჯვა სიცხისგან ან რაიმეს ტკივილისგან ძლიერებისთვის არის შექმნილი. წარმოიდგინეთ, თუ თქვენ გაქვთ თავის ტკივილი, შეგიძლიათ მიიღოთ ერთი აბი და ტკივილი გაგივლით. ეს ფაქტი დამტკიცებულია.

ტანისამოსის ჩაცმამდე მას სუნავთ.

პირველი, ეს ამაზრზენად გამოიყურება. მეორეც, რა არის მანდ დასაყნოსი? თუ პერანგი ან წინდები ახალი გარეცხილია, მათ სარეცხი საშუალების სუნი აქვთ. მაგრამ თუ თქვენ ეს ნივთები რამოდენიმე დღე გაცვიათ მაშინ, საეჭვო სუნის ქონა არ გაგიკვირდეთ.

გადამეტებულად ხმარობთ პარფიუმს.

რაშია საქმე: თუ თქვენ ყოველთვის იყენებთ ერთსა და იმავე სუნამოს, მაშინ დროთა განმავლობაში სუნს ეგუებით და თქვენდა უნებურად ზრდით მის დოზას. თქვენ თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ გარშემომყოფთ უკვე თვალიდან სისხლი მოსდით!

ხმაურიანად ჭამთ საჭმელს

თქვენ ალბათ ბავშობაშიც გეუბნებოდნენ, რომ ხალხთან ერთად რაც შეიძლება ჩუმად უნდა ჭამოთ. არ გაგიკვირდეთ, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს კოვზს შუბლში მიიღებთ ვინმესგან. ყველას რკინის ნერვები არ აქვს.

loading...
comments powered by HyperComments