დღეს-დღეობით, მენტორების საქმიანობა პროფესიული კომპეტენციებისა და პოტენციალის ამაღლებას სცდება და კლიენტების პირადი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მენტორისა და კლიენტის თანამშრომლობა მრავალმხრივია. როდესაც მენტორს საკუთარი თავისთვის ან თანამშრომლისთვის ვარჩევთ, მხოლოდ იღბალის იმედად არ უნდა ვიყოთ.

მენტორს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერი საფეხურის განვითარებისა და პროგრესისთვის. საორგანიზაციო კონსულტანტის, მარია ლუიზა დე მიგელის აზრით, მენტორობის პროგრამის დანერგვა ოთხ მთავარ პროცესს ეხმარება კომპანიაში, ესენია:

  • პოტენციალის შექმნისა და განვითარების პროცესის, ასევე, ახალი ტალანტების მოძიების პროცესის დაჩქარება;
  • ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების ცოდნისა და გამოცდილების ერთ სისტემაში გაერთიანება და მისი გავრცელება;
  • ადამიანებს შორის მნიშვნელოვანი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარება. ადამიანური ურთიერთობები და ერთიანობის განცდა მთელს ორგანიზაციაში ზრდის მოტივაციას, პროდუქტიულობას და კომპანიისადმი ერთგულებას.
  • კომპანიაში მუდმივად მიმდინარე ცვლილებების და გარდაქმნების მართვა, ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის ცვლილებებთან ადაპტირებაში დახმარება.

ინსტრუმენტები, რომლებიც პროცესს ამდიდრებენ!

PDA ასისტენტთან ერთად მენტორობის პროგრამაში ჩართვა სიღრმისეულად გაგაცნობთ იმ ფუნდამენტურ ელემენტებს, რომლებზეც მუშაობაა საჭირო. მენტორობა ეფექტური გზაა პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ამასთან ერთად, პროგრამა დაინტერესებულ მხარეებს უმარტივებს ურთიერთობას, რაც მათ ეხმარბათ უფრო ეფექტურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან.